top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

ტრაილერების სპეციფიკაცია

სატვირთო ტრაილერის სწორი ტიპის შერჩევა გავლენას ახდენს დატვირთვის შესაძლებლობებზე, ტრანსპორტირების ეფექტურობაზე და ტვირთის უსაფრთხოებაზე.

ამ გვერდზე წარმოდგენილია ევროპულ საავტომობილო გადაზიდვებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტრაილერების ტიპები, მათი ძირითადი მახასიათებლებითა და დანიშნულებით.

სხვადასხვა ოპერატორსა და მწარმოებელთან ზომები და ტევადობა შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს.

სატვირთო ტრაილერების ტიპები ლოგისტიკაში და მათი გამოყენება გადაზიდვებში
  • Curtain Side Trailer ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრაილერის ტიპია საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებში. მისი მთავარი უპირატესობაა მრავალმხრივი ჩატვირთვა - უკნიდან, გვერდიდან და ხშირ შემთხვევაში ზემოდანაც.

    ტიპური შიდა ზომებია დაახლოებით 13.62 მ x 2.48 მ x 2.70 მ, მოცულობა დაახლოებით 91 მ³, ხოლო payload დაახლოებით 32.8 ტონა.

    ეს ტრაილერი განსაკუთრებით ეფექტურია palletized cargo-სთვის, გენერალური ტვირთებისთვის და იმ გადაზიდვებისთვის, სადაც მოქნილი ჩატვირთვა მნიშვნელოვანია.

  • Mega Trailer გამოირჩევა გაზრდილი შიდა სიმაღლით, რაც მას იდეალურს ხდის მაღალი პალეტების, მსუბუქი მაგრამ მოცულობითი ტვირთისა და სპეციალური დატვირთვის სქემებისთვის.

    ტიპური შიდა ზომებია დაახლოებით 13.62 მ x 2.48 მ x 2.94 მ, მოცულობა დაახლოებით 100 მ³, ხოლო payload დაახლოებით 32.8 ტონა.

    პრაქტიკაში Mega ტრაილერი ეფექტურია მაშინ, როდესაც დამატებითი მოცულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივი სტანდარტული სიმაღლე.

  • Reefer Trailer გამოიყენება ტემპერატურულად კონტროლირებადი სახმელეთო გადაზიდვებისთვის. ის გათვლილია ისეთ ტვირთებზე, რომელთათვისაც აუცილებელია გაცივებული ან სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ტრანსპორტირების განმავლობაში. ტიპური შიდა ზომებია დაახლოებით 13.31 მ x 2.48 მ x 2.60 მ, მოცულობა დაახლოებით 85 მ³, ხოლო payload დაახლოებით 31 ტონა. Reefer ტრაილერი რეკომენდებულია საკვებისთვის, ფარმაცევტული პროდუქციისთვის და სხვა ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ტვირთებისთვის.

  • Box Trailer წარმოადგენს დახურულ მყარ კორპუსიან ტრაილერს, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ტვირთს სჭირდება დამატებითი დაცვა გარე ზემოქმედებისგან და არ არის აუცილებელი გვერდიდან ან ზემოდან ჩატვირთვა. ტიპური ზომებია დაახლოებით 13.6 მ x 2.48 მ x 2.65 მ, ხოლო ტევადობა დაახლოებით 90 მ³.

    იგი ხშირად გამოიყენება სტანდარტული კომერციული ტვირთებისთვის, სადაც პრიორიტეტულია დახურული და სტაბილური სატვირთო სივრცე.

  • ღია ტიპის ტრაილერები და flatbed პლატფორმები გამოიყენება არაგაბარიტული, მძიმე ან ზედმეტად მაღალი ტვირთებისთვის, რომლებიც ვერ თავსდება სტანდარტულ დახურულ ტრაილერში. ასეთი ტრანსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალების, მეტალკონსტრუქციების, ტექნიკისა და პროექტული ტვირთების გადაზიდვისას. მისი მთავარი უპირატესობაა სპეციალური ჩატვირთვის შესაძლებლობა და ნაკლები შეზღუდვა გაბარიტებზე.

  • თუ ტვირთი სტანდარტული palletized ან general cargo-ა და საჭიროა მოქნილი ჩატვირთვა, ყველაზე პრაქტიკული არჩევანია Standard Trailer. თუ მთავარი მოთხოვნაა დამატებითი შიდა სიმაღლე, უფრო სწორი არჩევანია Mega Trailer. ტემპერატურულად მგრძნობიარე ტვირთებისთვის გამოიყენება Reefer Trailer, ხოლო არაგაბარიტული და პროექტული ტვირთებისთვის - Open Trailer / Flatbed. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ტვირთის ზომებს, წონას, ჩატვირთვის მეთოდს და მარშრუტის.

თუ გჭირდებათ სწორი ტრაილერის შერჩევა კონკრეტული ტვირთისთვის, Vengo Group-ის გუნდი დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტის განსაზღვრაში მარშრუტის, მოცულობისა და დატვირთვის პირობების მიხედვით.

bottom of page