top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

ფრეით ფორვარდერის როლი და პასუხისმგებლობა

ფრეით ფორვარდერი წარმოადგენს ლოგისტიკურ პარტნიორს, რომელიც მართავს ტვირთის გადაადგილების პროცესს გამგზავნიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. მისი ძირითადი ფუნქციაა ტრანსპორტირების ორგანიზება, კოორდინაცია და პროცესის სრული მართვა, სხვადასხვა გადამზიდავებისა და სერვისის პროვაიდერების ჩართულობით.

ფრეით ფორვარდერი არ არის თავად გადამზიდი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფლობს საკუთარ ტრანსპორტს), არამედ მოქმედებს როგორც შუამავალი და პროცესის მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ, უსაფრთხო და ოპტიმალურ გადაზიდვას.

ლოგისტიკური პროცესების მართვა და freight forwarding სერვისები საერთაშორისო გადაზიდვებში
  • ფრეით ფორვარდერის პასუხისმგებლობა მოიცავს:

    • ტრანსპორტირების მარშრუტის დაგეგმვას და ოპტიმიზაციას

    • შესაბამისი გადამზიდავების შერჩევასა და კოორდინაციას

    • ტარიფების მოძიებას და შეთავაზების მომზადებას

    • ტვირთის გადაადგილების მონიტორინგს

    • დოკუმენტაციის მომზადებას და მართვას

    • საბაჟო პროცესების კოორდინაციას

    • კომუნიკაციას ყველა ჩართულ მხარესთან

     

    პრაქტიკაში ფრეით ფორვარდერი უზრუნველყოფს, რომ ტვირთი გადაადგილდეს ერთიანი კონტროლით და მინიმალური რისკებით

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრეით ფორვარდერი:

    • არ არის ტვირთის მფლობელი

    • არ არის პასუხისმგებელი ტვირთის ბუნებრივ დაზიანებაზე

    • არ იღებს სრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას ტვირთის ღირებულებაზე

    • არ ანაზღაურებს ზარალს, თუ არ დადასტურდა მისი პირდაპირი შეცდომა

     

    ტვირთთან დაკავშირებული ძირითადი რისკი ეკისრება:

    • ტვირთის მფლობელს (კლიენტს)

    • გადამზიდს (შეზღუდული ფარგლებში)

  • ლოგისტიკურ პროცესში პასუხისმგებლობა ნაწილდება შემდეგნაირად:

    • კლიენტი (ტვირთის მფლობელი)
      პასუხისმგებელია ტვირთის სწორ დეკლარირებაზე, შეფუთვაზე და დაზღვევაზე

    • გადამზიდი
      პასუხისმგებელია ტვირთის ფიზიკურ ტრანსპორტირებაზე (შეზღუდული პასუხისმგებლობით)

    • ფრეით ფორვარდერი
      პასუხისმგებელია პროცესის სწორ ორგანიზებასა და კოორდინაციაზე

  • ფრეით ფორვარდერი ამარტივებს საერთაშორისო ლოგისტიკას და უზრუნველყოფს:

    • პროცესის ცენტრალიზებულ მართვას

    • დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას

    • რისკების შემცირებას

    • სწორი გადაწყვეტილებების მიღებას რთულ ლოგისტიკურ პროცესებში

  • Vengo Group მოქმედებს როგორც სრული ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც მართავს ტრანსპორტირების ყველა ეტაპს ერთიანი სისტემით.

    ჩვენი მიზანია, რომ კლიენტმა მიიღოს არა მხოლოდ სერვისი, არამედ სრული გადაწყვეტა - გამჭვირვალე, კონტროლირებადი და ეფექტური.

თუ გჭირდებათ სანდო პარტნიორი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, დაგვიკავშირდით - Vengo Group უზრუნველყოფს ტვირთის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას ყველა ეტაპზე.

bottom of page