top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

შერეული ტვირთების გადაზიდვები

საერთაშორისო ტრანსპორტირება სატვირთო მანქანით ლოგისტიკური ქსელის მხარდაჭერით

Vengo Group უზრუნველყოფს ევროპიდან ნაკრები ტვირთების (LTL / Groupage) ორგანიზებულ და სტაბილურ გადაზიდვებს საქართველოს მიმართულებით. სერვისი აგებულია კონსოლიდაციის მოდელზე, რაც კლიენტებს აძლევს საშუალებას მცირე და საშუალო მოცულობის ტვირთები გადაიტანონ ხარჯთეფექტურად, ხარისხისა და პროცესის კონტროლის შენარჩუნებით.

როგორ მუშაობს Groupage Cargo

Groupage Cargo სერვისი შედგება რამდენიმე მკაფიო ეტაპისგან:

  1. პიკაპი ევროპაში - ტვირთის აღება გამგზავნის მისამართიდან

  2. ონსოლიდაცია გერმანიაში - ტვირთების გაერთიანება სტრატეგიულ HUB-ში

  3. საერთაშორისო ტრანზიტი - ორგანიზებული და კონტროლირებადი გადაადგილება

  4. დეკონსოლიდაცია საქართველოში - ტვირთის მიღება და დახარისხება

  5. მიწოდება საბოლოო მიმღებამდე - კარიდან კარამდე მომსახურება საჭიროების შემთხვევაში

პროცესის ყველა ეტაპი კოორდინირდება და კონტროლდება Vengo Group-ის მიერ.

სტრატეგიული კონსოლიდაციის HUB-გერმანია (გელზენკირხენი)

ევროპიდან Groupage Cargo სერვისი ეფუძნება სტრატეგიულ კონსოლიდაციის HUB-ს გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში, სადაც ხდება ტვირთების გაერთიანება დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან.
კონსოლიდაციის პროცესი ხორციელდება სანდო პარტნიორის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ოპერაციული მართვა, გრაფიკები და ხარისხის კონტროლი სრულად ხორციელდება Vengo Group-ის მიერ.

კონსოლიდაციის დასრულების შემდეგ ტვირთი პირდაპირ შემოდის Vengo Group-ის საწყობში თბილისში (ჰუალინგ თბილისი სი პლაზა), რაც უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობასა და საბოლოო ეტაპზე სრულ კონტროლს.

რომელ კლიენტებს და ტვირთებს ერგება ეს სერვისი

Groupage Cargo იდეალურია:

  • მცირე და საშუალო მოცულობის ტვირთებისთვის

  • რეგულარული იმპორტისთვის ევროპიდან

  • კომპანიებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ სრული მანქანა (FTL)

  • შემთხვევებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ფასისა და ტრანზიტის ვადის ოპტიმალური ბალანსი

ტიპური ტვირთები:

  • პალეტიზებული და მცირე ტვირთები (მაგ. ყუთები)

  • General cargo

  • კომერციული B2B ტვირთები

Groupage Cargo vs FTL - როდის ავირჩიოთ LTL?

LTL / Groupage

  • ხარჯთეფექტური გადაწყვეტა

  • ოპტიმალური მცირე მოცულობისთვის

  • შედარებით გრძელი ტრანზიტი კონსოლიდაციის ეტაპის გამო

FTL

  • უფრო სწრაფი მიწოდება

  • ნაკლები გადატვირთვა

  • ოპტიმალური დიდი მოცულობის ტვირთებისთვის

 

Vengo Group-ის გუნდი ეხმარება კლიენტებს სწორი ვარიანტის შერჩევაში კონკრეტული ტვირთისა და მოთხოვნების მიხედვით.

რას მოიცავს Vengo Group-ის Groupage Cargo სერვისი

  • ტვირთის პიკაპი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან

  • კონსოლიდაცია სტრატეგიულ HUB-ში გერმანიაში (გელზენკირხენი)

  • საერთაშორისო ტრანზიტის სრული კოორდინაცია

  • სატრანსპორტო და კომერციული დოკუმენტაციის მხარდაჭერა

  • ტვირთის მიღება და დეკონსოლიდაცია თბილისში

  • საჭიროების შემთხვევაში:

    • საბაჟო მხარდაჭერა

    • დროებითი შენახვა

    • შიდა დისტრიბუცია საქართველოში

რატომ Vengo Group

  • კონტროლირებადი კონსოლიდაციის მოდელი - პროცესის მართვა ერთ ხელში

  • სტრატეგიული HUB ევროპაში პროგნოზირებადი გრაფიკებით

  • საკუთარი ინფრასტრუქტურა საქართველოში საბოლოო ეტაპის სამართავად

  • ერთი საკონტაქტო პირი მთელი ტრანსპორტირების განმავლობაში

  • გამჭვირვალე კომუნიკაცია და რეგულარული სტატუსები

როგორ მივიღო შეთავაზება 

შეთავაზების მისაღებად მოგვაწოდეთ:

  • პიკაპის ქვეყანა და ქალაქი

  • ტვირთის აღწერა (წონა, მოცულობა, პალეტები/ყუთები)

  • სასურველი მიწოდების ვადა

  • Incoterms (თუ ცნობილია)

ხშირად დასმული კითხვები:

  • ტრანზიტის ვადები დამოკიდებულია პიკაპის ქვეყანასა და კონსოლიდაციის გრაფიკზე. ზუსტი ვადები განისაზღვრება შეთავაზების ეტაპზე.

  • კონსოლიდაცია ხორციელდება პარტნიორის ინფრასტრუქტურაზე, თუმცა პროცესის დაგეგმვა, კონტროლი და კოორდინაცია სრულად ეკუთვნის Vengo Group-ს.

  • დიახ. შესაძლებელია დროებითი შენახვა და ეტაპობრივი დისტრიბუცია Vengo Group-ის საწყობიდან.

bottom of page