top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

სასაწყობე სერვისები

Vengo Group უზრუნველყოფს სასაწყობე და დისტრიბუციულ ლოგისტიკას, რომელიც აერთიანებს ტვირთის მიღებას, შენახვას, დამუშავებასა და შემდგომ მიწოდებას ერთიან, კონტროლირებად პროცესში.

ჩვენი ინფრასტრუქტურა და ოპერაციული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ როგორც საბაჟო, ისე არასაბაჟო ტვირთებთან, სხვადასხვა ფორმატით და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებულად.

საწყობის სერვისები და ლოგისტიკური ცენტრი ტვირთის შენახვისთვის

სასაწყობე ინფრასტრუქტურა

Vengo Group ოპერირებს 10,000+ მ² სასაწყობე სივრცით თბილისში (ჰუალინგის ტერიტორიაზე), რომელიც მოიცავს:

  • საბაჟო საწყობს

  • არასაბაჟო საწყობს

  • კონსოლიდაციისა და დეკონსოლიდაციის ზონებს

  • Cross-docking ოპერაციებისთვის განკუთვნილ სივრცეებს

  • არაპალეტიზირებული ტვირთების დამუშავების ზონებს

საწყობი აღჭურვილია ტვირთის სხვადასხვა ტიპთან სამუშაოდ და ოპერაციები ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პროცედურებით.

როგორ მუშაობს Warehousing & Distribution 

  1. ტვირთის მიღება - პორტიდან, საზღვარზე ან შიდა ტრანსპორტით

  2. შემოწმება და აღრიცხვა - რაოდენობისა და მდგომარეობის კონტროლი

  3. შენახვა - საბაჟო ან არასაბაჟო რეჟიმში

  4. დამუშავება - კონსოლიდაცია, დეკონსოლიდაცია, დასტრიჯება, გადაპალეტება

  5. დისტრიბუცია - მიწოდება საბოლოო მიმღებამდე მოთხოვნის შესაბამისად

ყველა ეტაპი ხორციელდება შეთანხმებული გრაფიკებისა და ოპერაციული სტანდარტების დაცვით.

რას მოიცავს ჩვენი სასაწყობე სერვისები

  • ტვირთის მიღება და განთავსება

  • საბაჟო და არასაბაჟო შენახვა

  • კონსოლიდაცია და დეკონსოლიდაცია

  • დასტრიჯება და არაპალეტიზირებული ტვირთების დამუშავება

  • Cross-docking ოპერაციები

  • დროებითი შენახვა

  • სტიკერინგის მომსახურება

    • პროდუქტის სტიკერების დაკვრა

    • აქციზური მარკების დაკვრა

  • შიდა დისტრიბუციის ორგანიზება

სერვისები ადაპტირდება როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ ოპერაციებზე.

ვისათვის არის ეს სერვისი ოპტიმალური

  • Warehousing & Distribution განსაკუთრებით ეფექტურია:

  • იმპორტიორებისთვის და დისტრიბუტორებისთვის

  • კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ბუფერული საწყობი

  • Groupage და LCL ტვირთების მიმღებებისთვის

  • ბიზნესებისთვის, რომლებიც მუშაობენ ეტაპობრივი მიწოდებისა და გადანაწილების მოდელით

  • კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ პროდუქციის დამატებითი დამუშავება საწყობში (სტიკერინგი, აქციზები)

რატომ Vengo Group

  • 10,000+ მ² სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში

  • საბაჟო და არასაბაჟო რეჟიმების მართვა ერთ სივრცეში

  • არაპალეტიზირებული ტვირთების პროფესიონალური დამუშავება

  • დასტრიჯებისა და სტიკერინგის მომსახურებები ადგილზე

  • ოპერაციების სრული კონტროლი და გამჭვირვალე პროცესები

  • ერთი საკონტაქტო პირი ყველა სასაწყობე ოპერაციისთვის

როგორ მივიღო შეთავაზება 

  • შეთავაზების მისაღებად მოგვაწოდეთ:

  • ტვირთის ტიპი

  • შენახვის რეჟიმი (საბაჟო / არასაბაჟო)

  • სავარაუდო მოცულობა

  • შენახვის პერიოდი

  • დამატებითი სერვისები (დასტრიჯება, სტიკერინგი, აქციზები, დისტრიბუცია)

ხშირად დასმული კითხვები:

  •  დიახ. ვმუშაობთ როგორც პალეტიზირებულ, ისე არაპალეტიზირებულ ტვირთებთან.

  •  დიახ. ვახორციელებთ როგორც პროდუქტის სტიკერების, ისე აქციზური მარკების დაკვრას.

  • დიახ. შესაძლებელია ეტაპობრივი დისტრიბუცია კლიენტის მოთხოვნის მიხედვით.

bottom of page