top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

სარკინიგზო გადაზიდვები

სარკინიგზო ლოგისტიკა კონტეინერების ტრანსპორტირებით

Vengo Group უზრუნველყოფს სარკინიგზო გადაზიდვებს (Rail Freight) საერთაშორისო მიმართულებებიდან საქართველოს მიმართულებით.სერვისი წარმოადგენს ოპტიმალურ ალტერნატივას საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც მნიშვნელოვანია ფასისა და ტრანზიტის ვადების ბალანსი, ასევე დიდი მოცულობის ტვირთების სტაბილური ტრანსპორტირება.

როგორ მუშაობს Rail Freight 

  1. ტვირთის მიღება გამგზავნის ლოკაციაზე - პიკაპის ან ტერმინალამდე მიწოდების კოორდინაცია

  2. დატვირთვა სარკინიგზო კონტეინერში - სრული ან ნაკრები ფორმატით

  3. საერთაშორისო სარკინიგზო ტრანზიტი - კონტროლირებადი მარშრუტებით

  4. ჩამოსვლა რეგიონალურ ტერმინალზე - გადმოტვირთვის ორგანიზება

  5. შემდგომი ოპერაციები - შიდა ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები ან სასაწყობე მომსახურება საჭიროების შემთხვევაში

 

პროცესის ყველა ეტაპი კოორდინირდება და კონტროლდება Vengo Group-ის მიერ.

Rail Freight - როდის არის საუკეთესო არჩევანი

 Rail Freight რეკომენდებულია, როდესაც:

  • ტვირთი არის დიდი მოცულობის ან მძიმე

  • საჭიროა სტაბილური და პროგნოზირებადი ტრანზიტი

  • საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით საჭიროა უფრო მოკლე ვადა

  • მნიშვნელოვანია ხარჯის ოპტიმიზაცია საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით
     

FCL და LCL - სარკინიგზო ფორმატები

FCL (Full Container Load)

სრული კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვა იდეალურია დიდი მოცულობის ტვირთებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთის მინიმალურ გადატვირთვასა და უკეთეს კონტროლს.

LCL (Less than Container Load)

ნაკრები სარკინიგზო გადაზიდვა განკუთვნილია მცირე და საშუალო მოცულობის ტვირთებისთვის, როდესაც კონტეინერის გაზიარება საშუალებას იძლევა ხარჯის შემცირება.

ძირითადი მიმართულებები

Vengo Group ახორციელებს სარკინიგზო გადაზიდვებს შემდეგი მიმართულებებიდან:

  • ჩინეთი → საქართველო

  • ცენტრალური აზია → საქართველო

  • სხვა რეგიონები მოთხოვნის შესაბამისად

მარშრუტები იგეგმება არსებული ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო პირობების გათვალისწინებით.

რა ტიპის ტვირთებს ვემსახურებით

  • General cargo

  • კომერციული B2B ტვირთები

  • კონტეინერიზებული ტვირთები

  • მოთხოვნის შემთხვევაში - სპეციალური ტვირთები (გადადის Specialized Transport სექციაში)

რას მოიცავს Vengo Group-ის Rail Freight სერვისი

  • სარკინიგზო გადაზიდვის დაგეგმვა (FCL / LCL)

  • ტერმინალებთან და პარტნიორებთან კოორდინაცია

  • სატრანსპორტო და კომერციული დოკუმენტაციის მხარდაჭერა

  • ტრანზიტის მონიტორინგი და სტატუსების მიწოდება

  • ჩამოსვლის შემდეგ:

    • შიდა ტრანსპორტირება

    • საბაჟო მხარდაჭერა

    • დროებითი შენახვა Vengo Group-ის საწყობში

რატომ Vengo Group

  • სტაბილური სარკინიგზო მარშრუტები და გამოცდილება რეგიონში

  • ფასისა და ვადის ოპტიმალური ბალანსი

  • ერთი საკონტაქტო პირი მთელი პროცესის სამართავად

  • საკუთარი ინფრასტრუქტურა საქართველოში - ტრანსპორტი და სასაწყობე სერვისები ერთ სივრცეში

  • გამჭვირვალე კომუნიკაცია ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე

როგორ მივიღო შეთავაზება 

  • შეთავაზების მისაღებად მოგვაწოდეთ:

  • გამგზავნის ქვეყანა და ტერმინალი

  • ტვირთის აღწერა (წონა, მოცულობა, CBM)

  • კონტეინერის ფორმატი (FCL / LCL)

  • სასურველი მიწოდების ვადა

  • Incoterms (თუ ცნობილია)
     

ხშირად დასმული კითხვები:

  • ტრანზიტის ვადები დამოკიდებულია მარშრუტსა და ტერმინალებზე. ზუსტი ვადები განისაზღვრება შეთავაზების ეტაპზე.

  •  უმეტეს შემთხვევაში — დიახ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია კონკრეტულ მარშრუტზე და გრაფიკებზე.

  •  დიახ. ვუზრუნველყოფთ შიდა ტრანსპორტირებას და სასაწყობე მომსახურებებს.

bottom of page