top of page
Screenshot 2026-01-17 at 11.46_edited.png

ჩვენ შესახებ

Vengo Group არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო ტრანსპორტირების, სასაწყობე და მიწოდების პროცესის სრულ მართვას ერთიანი სისტემის ფარგლებში.

კომპანია ოპერირებს ტრანსპორტირების სფეროში 2004 წლიდან და ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სრულფასოვან ლოგისტიკურ ჯგუფად, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფრეით-ფორვარდინგს, სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და საკუთარ სატრანსპორტო რესურსებს.

ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და ვემსახურებით მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს, უზრუნველყოფთ ტვირთის გადაადგილებას ეფექტურად, გამჭვირვალედ და კონტროლირებად გარემოში.

01

მისია

Vengo Group-ის მისიაა უზრუნველყოს სანდო, ეფექტური და პროფესიონალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს ფრეით-ფორვარდინგს, ტრანსპორტირებასა და სასაწყობე მომსახურებებს.

 

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ვქმნით ღირებულებას კლიენტებისთვის ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების გამჭვირვალე და კონტროლირებადი მართვით.

02

ხედვა

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური და 3PL სერვისების მიმწოდებელი რეგიონში, რომელიც ბიზნესებს აძლევს ინოვაციურ, მოქნილ და ეფექტურ მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტილებებს.

 

ვცდილობთ მუდმივად განვითარდეთ, გავაფართოოთ შესაძლებლობები და შევქმნათ ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობას და ამაღლებს ოპერაციულ სტანდარტებს.

03

ღირებულებები

სანდოობა - ვუზრუნველყოფთ დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ყველა ოპერაციის ფარგლებში და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას შესრულებულ მომსახურებაზე.

ეფექტიანობა - ვაუმჯობესებთ პროცესებს და ვოპტიმიზირებთ რესურსებს, რათა კლიენტებს შევთავაზოთ სწრაფი და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებები.

კლიენტზე ორიენტაცია - კლიენტი ჩვენი საქმიანობის ცენტრშია - თითოეულ მოთხოვნას ვუდგებით ინდივიდუალურად და გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპით.

ინოვაცია - ვნერგავთ თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და ოპერაციული შესაძლებლობები.

მენეჯმენტის გუნდი

ლოგისტიკური კომპანიის კომერციული დირექტორი პროფესიულ გარემოში

გიორგი ზაკალაშვილი
CEO    

ლოგისტიკური კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე პროფესიულ გარემოში

კონსტანტინე სავანელი
CCO

ლოგისტიკური კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე პროფესიულ გარემოში

მადონა ქონდარიძე
Deputy CCO

ლოგისტიკური კომპანიის საოპერაციო გუნდის უფროსი პროფესიულ გარემოში

ილია ჟღენტი
Head of Operations Team

გიორგი ზაკალაშვილი (გენერალური დირექტორი).webp

გიორგი ზაკალაშვილი, CEO    

კონსტანტინე სავანელი (კომერციული დირექტორი).webp

კონსტანტინე სავანელი, CCO

მადონა ქონდარიძე (კომერციული დირექტორის მოადგილე).webp

მადონა ქონდარიძე, Deputy CCO

ილია ჟღენტი (საოპერაციო გუნდის უფროსი).webp

ილია ჟღენტი, Head of Operations Team

ლევან იობაშვილი (ფინანსური მენეჯერი).webp

ლევან იობაშვილი, Financial Manager

პარტნიორი ორგანიზაციები და ევროკავშირის დაფინანსებული ლოგისტიკური პროექტი

საგანმანათლებლო პროგრამა

ვენგო ჯგუფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

ჩვენი კომპანია ჩართულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დუალური განათლების პროგრამაში გერმანიის (ჰაილბრონის ტექნიკური ინსტიტუტი), ავსტრიის (გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი), სერბიის (ნოვი სადის უნივერსიტეტი) უნივერსიტეტებთან, ასევე ქართულ კომპანიებთან და უნივერსიტეტებთან ერთად.

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად (GIPA) ჩვენს მიერ მომზადდა საპილოტო პროექტი დუალური პროფესიული სწავლებისთვის ლოგისტიკის დარგში.

 

პროექტი 2023 წელს დაიწყო და 2027 წლამდე გაგრძელდება.

 

https://dugeor.ge/

პარტნიორული ქსელი

Vengo Group ოპერირებს ფართო საერთაშორისო პარტნიორულ ქსელზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს გადამზიდავებს, აგენტებსა და ლოგისტიკურ ოპერატორებს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩვენი პარტნიორები შეირჩევა სანდოობის, ოპერაციული ხარისხისა და სტაბილური თანამშრომლობის პრინციპით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას უზრუნველვყოთ ტვირთის ეფექტური და უსაფრთხო გადაადგილება სხვადასხვა მარშრუტზე.

ბიზნეს პარტნიორობა ლოგისტიკურ სერვისებში ხელის ჩამორთმევით
bottom of page