ტელ.: საქართველო, თბილისი, 0162
ჭავჭავაძის ქ. # 37ბ
Tel: +995 322 19 33 00
E-mail: info@vengo.ge


თუ თქვენ ხართ კომპანია რომელსაც ტვირთი შემოაქვს ევროპიდან, მაგრამ არ გსურთ დიდი მარაგების დაგროვება „პალეტ ექსპრესი“ სწორად თქვენთვისაა.ტვირთის გრუპაჟული გადაზიდვა, იგივე ნაკრები ტვირთის გადაზიდვა გულისხმობს  ტვირთების საწყობებში შეგროვებასა და საქართველოში ტრანსპორტირებას. გრუპაჟული გადაზიდვების სტანდარტული სქემა შემდეგია: შეკვეთის დადასტურების შემდეგ ჩვენი პარტნიორი მიდის დანიშნულების ადგილას და თქვენი ტვირთი მიაქვს ჩვენს უახლოეს საწყობში, საიდანაც ტვირთი ხვდება საქართველოსკენ მომავალ მანქანაში.

დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით ევროპის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ტრანსპორტირების ვადა 14-16 დღეა. რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს და ამას შეკვეთის მიღებისას გაცნობებთ. 
 
ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას ვენგო ჯგუფი უზრუნველყოფს საკუთარი საწყობებით ევროპაში, კერძოდ იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში. საწყობების ასეთი განლაგება დიდ უპირატესობას აძლევს ვენგო ჯგუფს ეფექტურად განახორციელოს ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირება უმოკლეს ვადაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (ბელგია, დანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი და  პორტუგალია).
 
          მომსახურება მოიცავს:
  • ნებისმიერი ტიპის შეფუთვის ტვირთის ტრანსპორტირებას
  • საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას
  • საექსპორტო დეკლარაციის მომზადებას
  • ევრო 1 სერთიფიკატის მომზადებას
          საწყობების განლაგება ევროპაში:
  • გერმანია
  • იტალია
  • ბულგარეთი